Accentnews.ge
კობახიძის ვერსიით, ამოქმედებული ცვლილებები არა რეპრესიული, არამედ "პრევენციულია" და ემსახურება სისტემის გაძლიერებას

კობახიძის ვერსიით, ამოქმედებული ცვლილებები არა რეპრესიული, არამედ "პრევენციულია" და ემსახურება სისტემის გაძლიერებას

30/12/2024 08:28:51 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებულად შესულ ცვლილებებს "პრევენციულს" უწოდებს.

მისი ვერსიით, კანონში მიღებული ყველა ცვლილება სახელმწიფო სისტემის "გაძლიერებასა" და "გაჯანსაღებას" ემსახურება.

"პირველ რიგში, არც ერთი ეს კანონი არ არის რეპრესიული. თითოეული კანონი ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას.

რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, თქვენ როგორც მოგეხსენებათ, სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად.

ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია მათ შორის, შეკრების და კონტრშეკრების მონაწილეების მხრიდან. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული. ჩვენი ინტერესია ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ ნიღბების ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება ჩაედინათ დანაშაული", - ამტკიცებს კობახიძე.

"ქართული ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაგუცურაციის დღესვე ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ყველა კანონს. მათ შორის, აიკრძალა აქციაზე სახის ნიღბით, ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ლაზერის გამოყენებისთვის პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება, პიროტექნიკის ფლობისთვის - 5 000. ასევე "სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S