Accentnews.ge
კობახიძე: ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას

კობახიძე: ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას

30/12/2024 08:34:33 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონი მიერ სალომე ზურაბიშვილს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიპატიჟებას გამოეხმაურა.

კობახიძე ჯო უილსონს "ამერიკელ კუბილიუსს" უწოდოებს და ამბობს, რომ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია.

"დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია - არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში - ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.

ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები". - თქვა კობახიძემ.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ამ დრომდე "ქართული ოცნების" ლიდერები ქმნიდნენ მოლოდინს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად გაუმჯობესდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ნარატივში ცვლილებები შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S