Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი – ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებზე: „მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“

სალომე ზურაბიშვილი – ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებზე: „მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“

30/12/2024 09:57:48 პოლიტიკა

"ტვ პირველი" საქართველოს მე–5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველ კომენტარს ავრცელებს, მას შედეგ, რაც მან ორბელიანების სასახლე დატოვა.

"როგორ შეხვდით ხალხის გამოხმაურებებს, გუშინ ვხედავდით, რომ ტაშით გაცილებდნენ?" – ჰკითხა ზურაბიშვილის "ტვ პირველის" ჟურნალისტმა.

„მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“, – უპასუხა მას ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან "მიუღებელი" უწოდა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ინაუგურაციის დღესვე ხელმოწერას კანონებზე, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ.

"პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის ძალიან მიუღებელი".

ჟურნალისტმა მას სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოხსნის შესახებაც ჰკითხა.

"ვიცოდი, რომ მიიღებდნენ იმ კანონს და ყველაფერს ველოდები", - განაცხადა საპასუხოდ ზურაბიშვილმა.

იგი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ შეიტყობს საზოგადოება თუ რომელი ოფისიდან იმუშავებს:

"გეტყვით, ჯერ უნდა დავალაგოთ იქ რაღაცები, არ მიგიყვანთ არეულობაში. ალბათ ახალი წლის შემდეგ, სანამ ყველაფერს იქ გადავიტანთ და მოვაგვარებთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S