Accentnews.ge
ყაველაშვილმა ზურაბიშვილისთვის დაცვის მოხსნას ხელი მოაწერა

ყაველაშვილმა ზურაბიშვილისთვის დაცვის მოხსნას ხელი მოაწერა

30/12/2024 11:24:40 პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულ კანონებს შორის არის „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S