
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ ილიაუნის საჩივარი
30/12/2024 13:49:13 საზოგადოება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.
ილიაუნის კანცლერის ქეთევან დარახველიძის თქმით, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც აქამდე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, ამ დროის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შუამდგომლობით მიანიჭა.
"ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!" - წერს დარახველიძე სოციალურ ქსელში.