Accentnews.ge
მოსკოვში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დააკავეს

მოსკოვში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დააკავეს

30/12/2024 14:24:40 მსოფლიო

მოსკოვში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი დააკავეს. ამის შესახებ ტელეგრამ–არხი „112“ იუწყება. მისი ცნობით, დაკავება მოხდა ტვერსკაიას ქუჩაზე.

წინასწარი ინფორმაციით, კარაპეტიანი სომხეთის ძალოვანი უწყებების თხოვნით დააკავეს. ყოფილი თანამდებობის პირი სამშობლოში რამდენიმე მუხლით იძებნება. ესენია: „სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა“, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“.

2018 წლიდან 2021 წლამდე კარაპეტიანი იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი. 2021 წლის აგვისტოში ის სომხეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, თუმცა სამი თვის შემდეგ ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფაშინიანმა ეს გადაწყვეტილება ახსნა კარაპეტიანის მიერ სომხეთის საზღვრის დაცვაში წარუმატებლობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S