30-12-2024 18:42:17 ეკონომიკა
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ინფორმაციით, "მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დაფუძნელებმა ბიძინა ივანიშვილმა აქტივები ფონდ "ქართუს" გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა"
"წლების განმავლობაში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის გვხვდებოდა პანამა - ამის მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ბიზნესების ნაწილის პანამაში რეგისტრაცია წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა აქტივები "ფონდ ქართუს" გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა. თუკი მაგალითად, 2019 წელს თითქმის 80 მლნ დოლარს აღწევდა, 2022 წელს 5.3 მლნ დოლარამდე შემცირდა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი პანამიდან მხოლოდ 77,300 დოლარი შემოვიდა", – ნათქვამია IDFI–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.