Accentnews.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს საკითხი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს საკითხი

30/12/2024 15:16:06 საზოგადოება

სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი. დღეს სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი; მან არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის საკითხი. ეს მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა საბოლოო გამარჯვებამდე”, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, ილიაუნის კანცლერის ქეთევან დარახველიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

ილიაუნის კანცლერის ქეთევან დარახველიძის თქმით, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც აქამდე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, ამ დროის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შუამდგომლობით მიანიჭა.

"ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!", - წერდა დარახველიძე სოციალურ ქსელში.

ილიაუნისთვის ავტორიზაციის 1 წელიწადში გადახედვის შესახებ ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება 27 სექტემბერს თავად უნივერსიტეტის პროფესორის სიმონ ჯანაშიას პოსტით გაცხადდა. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა. სწორედ ამ კომისიის გადაწყვეტილება გახდა დღეს ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S