
მიხელსონი: ქართველი ხალხი ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით
30/12/2024 16:05:16 პოლიტიკა
ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ, 32 დღეა, თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს.
მიხელსონის თქმით, "თუ ქართველი ხალხი არ იღლება და არ ნებდება, მაშინ ამის უფლება საკუთარ თავს ევროპამაც არ უნდა მისცეს".
„რუსეთის მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებისას ევროპის სახელმწიფოების მთავრობების გაორებული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება. ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ, 32 დღეა, თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით. თუ ქართველი ხალხი არ იღლება და არ ნებდება, მაშინ ამის უფლება საკუთარ თავს ევროპამაც არ უნდა მისცეს“, - წერს მიხელსონი.