Accentnews.ge
მედია: მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ორივე დაიღუპა

მედია: მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ორივე დაიღუპა

30/12/2024 17:12:28 საზოგადოება

მარნეულში, მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი – მოგვიანებით, – იუწყება "მთავარი არხი".

"როგორც წყარო გვიყვება, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.

მოსახლეობა მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც", – იტყობინება ტელეარხი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S