
სალომე ზურაბიშვილი: მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ
30/12/2024 18:23:50 პოლიტიკა
მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას.
„სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
"ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია და არაერთხელ გამართა საქართველოს ქუჩებში საპროტესტო აქციები თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მე ვაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, სანამ ისინი მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები", – დაწერა შაჰინმა სოციალურ ქსელში.