Accentnews.ge
იან ლიპავსკი: "ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას საქართველოზე"

იან ლიპავსკი: "ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას საქართველოზე"

30/12/2024 19:15:39 პოლიტიკა

ჩეხეთი, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების ეხება, უერთდება. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ გააკეთა.

"ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს", - წერს იან ლიპავსკი X-ზე.

გუშინ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განაცხადება გაავრცელეს.

"საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S