
დასაქმებულთა ნაწილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლების შესახებ იუწყება
30/12/2024 19:21:33 საზოგადოება
დასაქმებულთა ნაწილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლების შესახებ იუწყება.
"რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო კომუნიკაციით მეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ შეწყვიტა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება, 2-წლიანი შრომის (ვინც მიცნობს რამხელა ცოდნა და ენერგია ჩავდე ჩემს სამუშაოში). შემდეგ, სულ 24-წამიანი სატელეფონო საუბრით შემიწყვიტეს ე.წ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით. აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მოაწერა ხელი პეტიციას. დიდი მადლობა რეესტრს ჩემი შრომის დაფასებისთვის", - წერს ანი მამუკელაშვილი სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი შატაკიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სააგენტომ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიზეზად შატაკიშვილი მის ოპოზიციურ განწყობას ასახელებს.
"საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება შემიწყვიტა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩემი ოპოზიციური განწყობაა, რუსული ხელისუფლების მიმართ. მოგი@%ანთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება! და მაინც, საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი, საითაც ასე სწრაფად მიგვაქანებთ! წინ, ევროპული მომავლისკენ!", - წერს შატაკიშვილი.