
უკრაინულმა დრონებმა სმოლენსკის ოლქში, ნავთობსაცავს დაარტყეს
31/12/2024 06:18:04 მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოში საწვავის საცავს დაარტყეს.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციებით, იარცევოს მცხოვრებლებმა ათზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა.
„წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, მოხდა საწვავის დაღვრა და საწვავის და საპოხი მასალების აალება" - აცხადებს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ვასილი ანოხინი.
ვრცელდება ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომლებიც სავარაუდოდ მოსახლეობის გადაღებულია.