Accentnews.ge
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

31/12/2024 06:37:34 საზოგადოება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კიდევ ერთი თანამშრომელი იტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

როგორც ელზა გელაძე წერს, ტელეფონით აცნობეს, რომ ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ.

გელაძე, ისევე როგორც სააგენტოდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლები, იმ პეტიციის ხელმომწერთა შორისაა, რომლითაც გმობდნენ საპოლიციო ძალების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას და ითხოვდნენ კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.

"რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის მიზეზადაც ჩემი როგორც კადრის საჭიროების არ არსებობა დასახელდა. რა თქმა უნდა ამისი არავის სჯერა, როგორც ჩანს ამოქმედდა ,,კანონი შემცირებებთან”დაკავშირებით. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მოაწერა ხელი პეტიციას რომლითაც ვგმობდით ძალადობას, ჩვენს თანამოქალაქეებზე და ვითხოვდით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას. ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ქუთაისის ოფისიდან, ვისაც ასევე ქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი მოხდა სრულიად გაუფრთხილებლად, ახალი წლის წინა ღამით. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი ევროპული მომავლისთვის და თუ ამის გამო უნდა ვიდევნებოდე, ესეიგი სწორი გზით მივლია აქამდეც. მე ხვალ გავიღვიძებ ჩემს შვილთან ერთად და მისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება და თქვენ, რას მოუყვებით შვილებს?? და ბოლოს მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ის რაც დღეს მოხდა არის კლასიკური დაშინებისა და რეპრესიების მაგალითი და თუ დღეს ამას ვინმე შეეგუება შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს !!! წინ ევროპისკენ" წერს ელზა გელაძე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S