31-12-2024 11:52:23 კავკასია
რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი-ირანის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დატოვეს.
30 დეკემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სასაზღვრო ძალები საზღვარს რუსი მესაზღვრეების გარეშე აკონტროლებენ.
ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ რუსი მესაზღვრეები ხსენებულ საგუშაგოზე 1991 წლიდან მუშაობდნენ.
მანამდე, 5 თვით ადრე გაუქმდა ერევნის აეროპორტში მდებარე რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტი.