Accentnews.ge
უკრაინელები ისტორიული დარტყმის და რუსული მი-8-ს საზღვაო დრონით განადგურების შესახებ იუწყებიან

უკრაინელები ისტორიული დარტყმის და რუსული მი-8-ს საზღვაო დრონით განადგურების შესახებ იუწყებიან

31/12/2024 08:00:27 მსოფლიო

მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს, - იტყობინება უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმმა „Group 13“-მა მსოფლიოში პირველად, საჰაერო სამიზნეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონის გამოყენებით დაარტყა.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, შავ ზღვაში გამართული ბრძოლის დროს, რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი R-73 SeeDragon რაკეტით განადგურდა, კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი დაზიანდა, თუმცა აეროდრომამდე მიაღწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S