
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი არ შეიცვლება
31/12/2024 09:12:22 საზოგადოება
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო გრაფიკი არ შეიცვლება - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
შესაბამისად, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები აქამდე დადგენილი გრაფიკის მიხედვით იმუშავებენ, ხოლო მეტრო - 00:00 საათამდე.
მიზეზად იმ გარემოებას ასახელებენ, რომ თბილისში ღონისძიებები არ იმართება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვაზე ქოცებს გადაუგდეს არგუმენტი, რომ აი, მერიის ღონისძიება არ არის და ამიტომ ტრანსპორტი უფრო ადრე დაიკეტება, ვიდრე ყველა დანარჩენ წელს. ვანეიტრალებთ:
ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიშნავს საზოგადოებრივს, და არა მერის ამომრჩევლის. ტრანსპორტი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.
ბ) რუსთაველზე არ ტარდება მერიის ორგანიზებული ღონისძიება, თუმცა ტარდება ხალხის მიერ ორგანიზებული. ამიტომ ტრანსპორტი უნდა მუშაობდეს უფრო დიდხანს.
გ) ეგეც რომ არა, ზოგადად ახალ წელს ხალხი მიდი-მოდოს მეგობარ-ნათესავებთან, ამიტომ ტრანსპორტი უნდა მუშაობდეს უფრო დიდხანს.
ე) ქალაქის მერი არის ყველას თბილისელის მერი და არა მხოლოდ მისი ამომრჩევლის. ის უნდა ემსახურებოდეს თბილისის საზოგადოებას და არა მხოლოდ თბილისის ქოცობას. ამიტომ მისი ვალია გაახანგრძლივოს ტრანსპორტის სამუშაო საათები მაშინაც, როდესაც უშუალოდ მისი ამომრჩეველი არ არის მისი ზრუნვის ობიექტი. ტოტალიტარული სისტემა სხვა კი არაფერია. მეტროც რომ პოლიტიკურია, და სასამართლოც, და პოლიციაც, და საჯარო რეესტრიც, და მწერალთა სახლიც, და ფეიერვერკიც და ნიღბის ტარებაც….
ივანიშვილის მიმდევრები აქ როგორ აპირებთ ბედნიერების მოწყობას?"- წერს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.