ვლადიკავკაზზე დრონებით შეტევა იყო

31-12-2024 14:22:46 კავკასია ,მსოფლიო

დღეს, 31 დეკემბრის დილას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალდიკავკაზზე. მუშაობა შეაჩერა ვლადიკავკაზის აეროპორტმა.

რესპუბლიკის მეთაურის სერგეი მენიაილოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძაალებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვლადიკავკაზთან მდებარე შალხის პოლიგონის თავზე და ერთიც - ქალაქის გარეუბანში.

მენიაილო ირწმუნება, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ბოლო ხანს გახშირდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები