Accentnews.ge
ომბუდსმენი - ნახიდურში მომხდარ ავარიაზე: კიდევ ერთხელ მიუთითებს არსებულ გამოწვევებზე

ომბუდსმენი - ნახიდურში მომხდარ ავარიაზე: კიდევ ერთხელ მიუთითებს არსებულ გამოწვევებზე

31/12/2024 10:30:59 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა 30 დეკემბერს, ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის დაღუპვას. იოსელიანი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ "პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას დასაზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები."

"თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას." - წერია განცხადებაში.

ომბუდსმენი მედიას მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ტრაგიკული ფაქტის გაშუქებისას:

"მნიშვნელოვანია მედიამ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე ტრაგედიის გაშუქებისას, არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სიძულვილის ენა."

30 დეკემბერს, ბოლნისის სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S