Accentnews.ge
კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

31/12/2024 10:36:31 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნება, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს დაცვის ვადა გაუხანგრძლივდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შესახებ განკარგულებში ნათქვამია, რომ კაციტაძეს „2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“ სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.

რაც შეეხება კალანდარიშვილს, აქაც "წინაპირობებზეა" საუბარი და ვადაგახანგრძლივდა პირველ ივლისამდე.

ორივე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S