Accentnews.ge
"გვჯერა გამარჯვების და გვჯერა, რომ მეგობრებს დილეგებიდან დავიხსნით - ამ რწმენით შევხვდებით ახალ წელს" - მოქალაქეები რუსთაველზე ტრადიციულად შეიკრიბებიან

"გვჯერა გამარჯვების და გვჯერა, რომ მეგობრებს დილეგებიდან დავიხსნით - ამ რწმენით შევხვდებით ახალ წელს" - მოქალაქეები რუსთაველზე ტრადიციულად შეიკრიბებიან

31/12/2024 11:47:47 საზოგადოება

ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას.

"ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.

რუსთაველზე არ იქნება სცენა, თუმცა მოქალაქეები თვითორგანიზებულად გეგმავენ ღონისძიებებს, მათ შორის, მუსიკალურს, საქველმოქმედოს.

ასევე ცნობილია, რომ მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო საახალწლო ღამეს გლდანის საპატიმროსთან შეხვდრება. სწორედ ამ საპატიმროშია შესახლებული აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ დემონსტრანტთა ნაწილი. ამ დროისთვის პატიმრობაში 51 ადამიანი რჩენა - ნაწილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, ნაწილს პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით აქვს შეფარდებული.

„რუსთაველი ჩვენს სახლად იქცა, აქ მიდის ჩვენი სოციალურ-კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრება. ყველანი მოვალთ აქ, ჩვენს სახლში და შევხვდებით ახალ წელს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი წელი ახალ საქართველოს მოიტანს, ამიტომ არის დიდებული დღე. იმავდროულად ვიცით, რომ ძვირად დაგვიჯდა და ძვირად გვიჯდება ეს ჩვენი რომანტიკული ბრძოლა - ფაქტობრივად მძევლები ჰყავთ აყვანილი, ჩვენი უდანაშაულო მეგობრები დილეგში ჰყავთ გამომწყვდეული, უნდოდათ, ამით შევეშინებინეთ. შეშინება არ გამოუცვიდათ, მაგრამ ჩვენ ჩვენს თანამებრძოლებს ბრძოლის ველზე ტყვეებად ვერ დავტოვებთ. ჩვენი მეგობრები გვახსოვს. დარწმუნებული ვარ, ახალი წლის სული მათთანაც შეაღწევს - მათაც სჯერათ გამარჯვების. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და გვჯერა, რომ მეგობრებს დილეგებიდან დავიხსნით - ამ რწმენით შევხვდებით ახალ წელს“,- ამბობს რეჟისორი პაატა ციკოლია და დასძენს, "ახალმა წელმა ახალი საქართველო უნდა მოიტანოს, სადაც გვექნება გარემო, რომელიც ყველას გაგვათანასწორებს".

მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა თან არ იქონიონ ალკოჰოლი, "ფხიზლად უნდა ვუყუროთ რეალობას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S