
ახალ ზელანდიასა და რამდენიმე ქვეყანაში 2025 წელი დადგა
31/12/2024 11:56:00 საზოგადოება
ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი უკვე დადგა.
დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა.
ავსტრალიის მოსახლეობა ახალი წლის დადგომას თბილისის დროით 17:00-ზე, სიდნეის საახალწლო ფოიერვერკების გრანდიოზული შოუს ფონზე იზეიმებს.
2025 წელი ყველაზე გვიან ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე დადგება.