Accentnews.ge
სამსახურიდან გაათავისუფლეს დიპლომატი, რომელიც საჯაროდ აფიქსირებდა კრიტიკულ აზრს

სამსახურიდან გაათავისუფლეს დიპლომატი, რომელიც საჯაროდ აფიქსირებდა კრიტიკულ აზრს

31/12/2024 16:18:46 პოლიტიკა, საზოგადოება

დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე, რომელიც საჯაროდ გამოხატავდა პროტესტს "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად იტყობინება.

"რაღაც ფურცელი მომივიდა, სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ვიღაც არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით (ვინც არ იცის, პირველი მაისიდან ისედაც ჩამოშორებული ვიყავი საქმიანობას და დიდი ხანია, რაც ვუჩივლე სამინისტროს სასამართლოში)",- წერს ის სოციალურ ქსელში და კოლეგებს მოუწოდებს, "არ დანებდნენ".

გოგოლაძე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მცირერიცხოვან თანამშრომელთა შორის, რომელთაც საჯაროდ დააფიქსირეს პოზიცია ჯერ კიდევ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. შემდეგ შეუერთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების განცხადებას, რომლითაც მათ საქართველოს კონსტიტუციისადმი ერთგულება დაადასტურეს და გაემიჯნენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ოთხ წლით დღის წესრიგიდან ჩახსნის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში პროტესტი არ წყდება.

დიპლომატი - კოლეგებს: როდესაც დიპლომატია ემსახურება დიქტატურას, იგი აღარ არის დიპლომატია, იგი თანამონაწილეობაა!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S