
ვეფხია კასრაძის მეუღლე რუსთაველზე შვილებთან ერთად მივიდა
31/12/2024 18:43:08 საზოგადოება
რუსთაველზე შვილებთან ერთად შეხვდება ახალ წელს პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესრით დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე.
"სახლში ვერ გავჩერდებოდი...",- ამბობს ის.
ის სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულს. ცნობილია, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 51 ადამიანი შეხვდება ახალ წელს საპატიმროში.
"სოლიდარობას ვუცხადებ ყველას. ღმერთმა ქნას, რომ ბედნიერ საქართველოში ევროპული მომავლით გვეცხოვროს და ყველანი დაუბრუნდნენ ოჯახებს. ახლა ჩვენი ადგილი აქაა და ჩემს სამ შვილთან ერთად აქ ვარ. მინდა, მხნედ იყვნენ. იმდენი ადამიანი იბრძვის მათი თავისუფლებისთვის, შეუძლებელია ეს არ მოხდეს... გამაგრდით, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ!",- მიმართა პატიმრობაში მყოფებს კასრაძის მეუღლემ.