Accentnews.ge
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა

01/01/2025 09:35:20 პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა პოლონეთმა ჩაიბარა. როგორც პოლონეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, დაგეგმილია ერთობლივი მუშაობა "უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის".

პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა. წევრი სახელმწიფოები როტაციით ითავსებენ ამ ფუნქციას 6 თვის განმავლობაში. თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ასევე ევროპარლამენტთან შუამავლობა კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებების მისაღწევად.

დეკემბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ეცდება, გააძლიეროს ევროკავშირის მისია უკრაინის მხარდასაჭერად როგორც სამხედრო (EUMAM Ukraine), ისე სამოქალაქო (EUAM Ukraine) კომპონენტში და ამავდროულად რუსეთზე და მის მხარდამჭერებზე ზეწოლა უკრაინის მიმართ მისი აგრესიის რაც შეიძლება, მალე დასასრულებლად, მათ შორის - რუსეთსა და ბელორუსზე სანქციების გაძლიერებისა და მათთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლით.

ამ კონტექსტში სიკორსკიმ აღნიშნა, რომ 2025 წლის 25 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სასანქციო პოლიტიკის გამოწვევებს მიეძღვნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S