Accentnews.ge
დღეიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი

დღეიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი

01/01/2025 17:38:06 საზოგადოება

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ამ დრომდე კანონში ეწერა, რომ „პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად“.

„პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით“, - წერია „პოლიციის შესახებ“ კანონის ახალ ჩანაწერში.

დოკუმენტს ხელი მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა ხელი.

კანონპროექტის მიღება დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე პოტესტს. ბარიერგადალახული ოპოზიცია და დემონსტრანტების ნაწილი მიიჩნევენ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S