
ნიუ ორლეანში ხალხის მასაში ავტომობილის შევარდნის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს
01/01/2025 18:08:38 მსოფლიო
აშშ-ში ნიუ ორლეანში ხალხის მასაში ავტომობილის შევარდნის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.
"ეს იყო ტერორისტული თავდასხმა", – განაცხადა ნიუ ორლეანის მერმა,ლატოია კანტრელმა.
ახალი წლის დილას ნიუ ორლეანში დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. მომხდარის შეედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი.
AP–ს ცნობით, FBI-ის ნიუ ორლეანის ოფისის წარმომადგენლმა ალეთეა დანკანმა განაცხდა, რომ "გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილას აღმოაჩინეს, სულ მცირე, ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მიმდინარეობს გამოძიება".
პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს არ გავიდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციის ცნობით, დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან.