Accentnews.ge
"ახალი თეატრი" სპექტაკლებს აუქმებს ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის გამო

"ახალი თეატრი" სპექტაკლებს აუქმებს ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის გამო

02/01/2025 08:10:22 საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ინფორმაციით, აღარ გაიმართება 2,3,4 და 5 იანვრისთვის გადატანილი სპექტაკლები - „შეყრა“ და „გაყრა“.

თეატრის განმარტებით, დეკემბერში გადავადებული სპექტაკლების გაუქმება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის ფაქტს უკავშირდება.

“ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge”, - წერია თეატრის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.

პროევროპული აქციების მონაწილე ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S