Accentnews.ge
ტრამპის სასტუმროსთან პიროტექნიკით სავსე მანქანა აფეთქდა

ტრამპის სასტუმროსთან პიროტექნიკით სავსე მანქანა აფეთქდა

02/01/2025 08:17:13 მსოფლიო

2 იანვარს ლას-ვეგასში Trump International Hotel-ის შესასვლელთან Tesla-ს მანქანა Cybertruck აფეთქდა. აფეთქების შედეგად მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა აფეთქების ადგილთან ახლოს მყოფი რამდენიმე პირი.

FBI-ის სპეციალურმა აგენტმა ჯერემი შვარცმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჯერ კიდევ ზუსტად ცნობილი არ არის, იყო თუ არა აფეთქება ტერორისტული აქტი.

აფეთქებას ილონ მასკიც გამოეხმაურა, მისი თქმით, აფეთქება მანქანის გაუმართაობის ბრალი არ ყოფილა:

"ჩვენ ახლა დავადგინეთ, რომ აფეთქება გამოწვეული იყო ნაქირავები Cybertruck-ის სატვირთო ნაწილში მოთავსებული ძალიან დიდი ფეიერვერკით ან ბომბით და თვითონ მანქანასთან კავშირში არ არის. აფეთქების დროს მანქანის ყველა ტელემეტრიული მონაცემი ნორმაში იყო".

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იძიებენ ვერსიას ამ ინციდენტის კავშირის შესახებ ახალი წლის ღამეს ნიუ ორლეანში მომხდარ შემთხვევასთან. ერთი დღით ადრე ნიუ ორლეანში მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ახალი წლის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხში შევარდა, რასაც სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 35 დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S