"დავიბედოთ ერთმანეთი" - მოქალაქეები რუსთაველზე ისევ შეიკრიბებიან

02-01-2025 14:26:40

დღეს, 2 იანვარს, 19:00 საათზე მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საპროტესტოდ ისევ შეიკრიბებიან.

აქციის მოთხოვნა უცვლელია: ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები.

"2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი.

წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.

ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:

- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქვეყნის მასშტაბით პროტესტი არ წყდება გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული. ამ დღეს "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებს 2028 წლამდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები