იუკნევიჩიანე: ქართული კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია და ევროკავშირის ინსტიტუტებმა შუამავლის როლი უნდა იტვირთონ

02-01-2025 15:38:55 ევროპა ,პოლიტიკა

ლიტველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ახალ, გამჭვირვალე არჩევნებში ხედავს და თვლის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა შუამავლის როლი უნდა იტვირთონ.

"მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს და ბოლო მოუღოს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარებას. ეს როგორ მოხერხდება - თავად ქართული საზოგადოების მიერ შეიძლება, გადაწყდეს, ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის ინსტიტუტებმა შუამავლის როლი უნდა შეასრულონ. და რაც მალე, მით უკეთესი"- წერს იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები