02-01-2025 23:46:55 საზოგადოება
31 დეკემბერს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 3 დეპარტამენტის უფროსები გაათავისუფლეს სამსახურიდან,- ამის შესახებ მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ტყეშელაშვილმა, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსმა ნათია ალიაშვილმა და განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსმა მორის ბარამიამ სოციალურ ქსელში დაწერეს.
1 თებერვლიდან ისინი სისტემის თანამშრომლები აღარ იქნებიან.
"ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშროლების განთავისუფლებსათან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!" - წერს ნინო ტყეშელაშვილი
"მაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ 31 დეკემბერს, 20:37 საათზე, თურმე, კანცელარიის პროგრამაში დამეწერა თანდართული შეტყობინება. ეს არის ნამდვილი საახალწლო საჩუქარი, რომელიც გუშინ ვნახე შემთხვევით და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დიახ, პირველი თებერვლიდან ვემშვიდობები საქმეს, სამსახურს, რომელსაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მივუძღვენი უმაგრეს პროფესიონალებთან ერთად და ძალიან მიყვარს. 2014 წელს ამ სისტემაში ასისტენტის პოზიციაზე დავსაქმდი და ამ ათი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა, დაწინაურებებით 2020 წელს დავინიშნე დეპარტამენტის უფროსად. ახლა კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ეფექტი მისი გამოქვეყნებიდან მე-2 დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე. [...] გული მისკდება იმის გაცნობიერებით, რომ ჯამში სამი დეპარტამენტის საქმეზე თავგადადებულ უფროსს გვიშვებენ სამსახურიდან",- წერს კობა ბარამია. ის ამბობს, რომ სამსახურიდან უშვებენ კადრებს, რომელთა მომზადებაშიც სახელმწიფომ უამრავი რესურსი ჩადო.
.
"ქართულმა ოცნებამ" მთელი რიგი ცვილებები განახორციელა წლის მიწურულს, რამაც მოწყვლადი გახადა საჯარო მოხადის უფლებრივი მდგომარეობა.
"უარესზე უარესი" - საბოლოოდ რა შეიცვალა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში