The Sun: ბაშარ ასადი მოწამლეს

03-01-2025 01:36:11 მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა "The Sun" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიიდან რუსეთში გაქცეული ყოფილი დიქტატორი, 59 წლის ბაშარ ალ ასადი სავარაუდოდ, მოწამლეს.

როგორც გამოცემა სავარაუდოდ რუსეთში ყოფილი ჯაშუშის მიერ მართულ ონლაინ-აქაუნთ General SVR-ზე დაყრდნობით წერს, გასულ კვირა დღეს ასადმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მიმართა "ძლიერი ხველითა და სუნთქვის გართულებით" და "არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ იგი მოწამლეს".

"ასადს მის ბინაშივე გაუწიეს სამედიცინო დახმარება და წყაროების ინფორმაციით, ტესტებმა ორგანიზმში მომწამლველი ნივთიერებების არსებობა დაადგინა" - ამბობს გამოცემის წყარო.

რუსეთის ხელისუფლებას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები