ზელენსკი: "ტრამპს შეუძლია, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში"

03-01-2025 10:25:08 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს ომის დასრულებაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 2 იანვრის ტელემარათონში განაცხადა.

"ტრამპს შეუძლია, გადამწყვეტი იყოს. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი. მას აქვს ასეთი თვისებები, მას შესწევს იმის უნარი, რომ გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია პუტინის შეჩერება, უფრო სამართლიანი იქნებოდა, გვეთქვა, მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას ეს შეუძლია", – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ იგი რამდენჯერმე ესაუბრა ტრამპს.

მისი თქმით, "ტრამპი ძლიერი და არაპროგნოზირებადია".

"ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა პირველ რიგში, რუსეთს ეხებოდეს. ვფიქრობ, რომ მას მართლა სურს, რომ ომი დასრულდეს", – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები