03-01-2025 10:43:44 პოლიტიკა
"ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სრულიად ნათლად აჩვენა საქართველოსადმი რეალური დამოკიდებულება. სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის ნებისმიერ ვინმესთან რეალურ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები, სუბიექტურები არიან და რუსეთი ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც საქართველოში ახდენს. ანუ სრულიად პრომოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებთან, პარტიებთან და შესაბამისად ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო ველის დასაჭურისება. ამ ყველაფერს ვხედავთ. გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა - ის უბრალოდ შიშით უყურებს იმას რაც ხდება უკრაინაში. საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ამ ომს, მაშინ ის შეძლებს იგივე ომის დაწყებას საქართველოში, თუ საქართველო დაამარცხებს ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს. ანუ ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია. თუმცა წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრორუსული პარტია. იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია", – მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა.