
კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი
03/01/2025 06:51:59 მსოფლიო
სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კომერციული დანიშნულების შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა,– იუწყება BBC.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van's RV-10-ია. შენობა კი, რომელსაც ის შეეჯახა, ავეჯის საწარმოა.
რა გახდა კატასტროფის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
უცნობია ისიც, ვინ არიან დაღუპული ადამიანები – საწარმოს თანამშრომლები, თუ თვითმფრინავის ბორტზე მყოფები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.