Accentnews.ge
ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

03/01/2025 10:14:16 საზოგადოება

თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალჩინოსანი ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეკიშვილი 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა, 1995 - 1998 წლებში კი - პირველი სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S