ფიცო კიევს "საპასუხო ზომებით" ემუქრება რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო

03-01-2025 15:18:28 ევროპა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთის კოალიცია განიხილავდა საპასუხო ზომებს უკრაინის მიმართ ევროკავშირის მასშტაბით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო. საუბარია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე.

მან კიევის გადაწყვეტილებას, არ გააგრძელოს რუსული გაზის სატრანზიტო ხელშეკრულება, "ზელენსკის საბოტაჟი" უწოდა და აღნიშნა, რომ გაზის ალტერნატიული გზებით მიღება 500 მილიონ ევროს დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.

„მზად ვართ, ვიმსჯელოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, ასევე უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სლოვაკეთის ტერიტორიაზე, მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე“ - თქვა ფიცომ

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, რომელსაც 2025 წლის პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები