დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

03-01-2025 18:46:48 საზოგადოება

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

News

Other news