ორბანი EU-ს საბჭოს თავმჯდომარედ პოლონეთის არჩევასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

03-01-2025 19:24:55 ევროპა ,პოლიტიკა

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და ქვეყნის ელჩი EU-ს საბჭოს თავმჯდომარედ პოლონეთის არჩევასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, - იუწყება POLITICO პოლონეთის ევროპული საქმეების მინისტრის მოადგილეზე, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის: პოლონეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,მას შემდეგ დაიძაბა, რაც უნგრეთმა თავშესაფარი მისცა პოლონეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრ მარცინ რომანოვსკის, რამაც პოლონური მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.

შეგახსენებთ ასევე, რომ ევროკავშირმა უნგრეთს 1 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე ოფიციალურად განუცხადა უარი. დახმარების გაყინვის მიზეზი კორუფციაში ბრალდებები გახდა. ეს ბლოკის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები