03-01-2025 19:24:59 საზოგადოება
ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე „ჰაინდემჰაიმში“ ითამაშებს.
ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი აქვეყნებს.
მისი ცნობით, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
„ზივზივაძის თამაშს „კარლსრუეში“ დიდი ხანი ვაკვირდებოდით, ის გასულ წელს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 12 გოლის გატანა მოახერხა. ბუდუმ ბომბარდირული თვისებები გამოავლინა. დარწმუნებული ვართ, რომ იგი მალე შეძლებს გუნდთან შეგუებას და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა „ჰაიდენჰაიმის“ გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა.