მოსკოვს უკრაინასთან ომის დასასრულებლად ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებები "ნაკლებ საინტერესოდ" ეჩვენა

03-01-2025 21:07:48 მსოფლიო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "ჯერჯერობით ვერაფერი წარმოადგინა მოსკოვისთვის საინტერესო უკრაინაში ომის დასრულების კუთხით" - განაცხადა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.

"რაც ვიხილეთ, რაღაც გაუფორმებელი სიგნალებია რაღაცისთვის მზადების თაობაზე. ხშირად გვესმის "კონფლიქტის გაყინვაზე" საუბრები. პრეზიდენტმა პუტინმა 19 დეკემბერს მკაფიოდ განაცხადა, რა პირობებით ვართ მზად ამ კონფლიქტის არა გაყინვაზე, არამედ დასრულებაზე საუბრის დასაწყებად. თუმცა ჯერჯერობით ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან მომავალ სიგნალებში არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან, რაიმე ჩვენთვის საინტერესო შემოგვთავაზონ" - განაცხადა ნებენზიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები