"მეგობარი" აქტი აშშ-ის კონგრესს ხელახლა წარედგინა

04-01-2025 02:03:25 პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ქართული დემოკრატიის მხარდამჭერი "მეგობარი" აქტი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ რიგ შემზღუდავ ზომებს ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესს ხელახლა წარედგინა. ამის შესახებ მისი თანაავტორი - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი იუწყება.

"დღეს სენატორებთან სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვეზისთან ერთად 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარვადგინეთ MEGOBARI აქტი, როგორც H.R. 36 [კანონპროექტის ნომერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში - რედ.]. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ ქართული კოშმარის დასრულება და ის, რომ აგრესორების ალიანსმა შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის ტერორი" - წერს უილსონი.

MEGOBARI აქტი საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტია, რომელიც მოიცავს აშშ-ის მხრიდან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას, საქართველოსთან ვაჭრობის გამარტივებასა და ვიზალიბერალიზაციას.

Новости

Другие новости