
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს
04/01/2025 06:14:03 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს, - იუწყება NBC News.
გამოცემის ცნობით, მის კანდიდატურას 218–მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მაშინ როდესაც "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო.
წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 219 –ადგილიანი უმრავლესობა, ხოლო დემოკრატებს 215 ადგილი.
რაც შეეხება სენატს, სენატის ახალ შემადგენლობაში რესპუბლიკელებს 100-დან 53 ადგილი აქვთ. უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს ჯონ ტუნი, 63 წლის წარმომადგენელი სამხრეთ დაკოტადან. კონსტიტუციის თანახმად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არის პალატის თავმჯდომარე. დემოკრატი კამალა ჰარისი ამ როლს რამდენიმე დღის განმავლობაში შეასრულებს, მოგვიანებით კი მას რესპუბლიკელი ჯეი დი ვენსი შეცვლის.
ორივე პალატას – წარმომადგენელთა პალატას და სენატს "რესპუბლიკური პარტია" აკონტროლებს.