Accentnews.ge
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალ მრჩეველს, მათ შორის საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებაზე ვესაუბრე"

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალ მრჩეველს, მათ შორის საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებაზე ვესაუბრე"

04/01/2025 06:25:56 პოლიტიკა

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ 3 იანვარს საქართველოს შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცს ესაუბრა.

„მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის - მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის "კომუნისტური პარტიისგან" მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას „მშვიდობისთვის, ძლიერების გზით“, – დაწერა უილსონმა პლატფორმა X-ზე.

მანამდე, დაახლოებით 2 საათით ადრე, ჯო უილსონმა დაწერა, რომ 3 იანვარს "მეგობარი აქტი" 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა.

„დღეს კონგრესმენ კოენთან, კონგრესმენ ჰადსონთან და კონგრესმენ ვისისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ "მეგობარი აქტი" 119-ე მოწვევის კონგრესში, როგორც წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი”, – დაწერა უილსონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S