
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება"
04/01/2025 06:32:03 პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება". ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება! ეს ტესტია ყველა პოლიტიკოსისთვის, რომელიც ევროპის ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს იცავს”, - წერს მიჰკელსონი.