
რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით შეუტიეს
04/01/2025 14:38:47 მსოფლიო
რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ, - ამის შესახებ რუსული წყაროები იტყობინებიან.
ტელეგრამ-არხ ASTRA-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვამ დრონების უმეტესობა ლენინგრადის ოლქში მდებარე „უსტ-ლუგას“ საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიაზე 4 დრონი ჩამოაგდეს.
დილით „პულკოვოს“ აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.