
დღეს თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართება აქციები
05/01/2025 10:32:54 საზოგადოება
დღს, 5 იანვარს, თბილისისსა და რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართება. ეს აქციები ნაწილია პროტესტისა, რომელიც ქვეყანაში დაიწყო გასული წლის 28 ნოემბრიდან, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ დღის წესრიგში 2008 წლამდე აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
თბილისი:
- 5 იანვარს, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან;
- 19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან;
- 19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“;
- 19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე;
- 19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრების შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება იქნება;
- 19:00-22:00 - მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად აქცია იქნება ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას 3ა);
- 22:00 საათზე, პარლამენტთან სამედიცინო ნიღბების აქცია იგეგმება.
ზუგდიდში - სამხარეო ადმინისტრაციის წინ 17:00 საათზე, გაიმართება აქცია სახელწოდებით - "ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!";
ბათუმში - საკონსტიტუციო სასამართლოსთან 19:00 საათზე - "სამშობლოს სამსახურში!";
ქუთაისში - მერიის წინ 19:00 საათზე - "კი ევროპას, არა რუსეთს!".
20:00 საათზე მოქალაქეები შეიკრიბებიან მესტიის ცენტრშიც.