Accentnews.ge
"გიყურებთ, განვიცდი, ვნერვიულობ" - უჩა აბაშიძე ამბობს, რომ საჯარო აქტივობას უბრუნდება

"გიყურებთ, განვიცდი, ვნერვიულობ" - უჩა აბაშიძე ამბობს, რომ საჯარო აქტივობას უბრუნდება

05/01/2025 10:52:32 საზოგადოება

გასული წლის აპრილ-მაისის აქციების დროს დაკავებული სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე ამბობს, რომ საჯარო აქტივობას უბრუნდება და რომ მისი მოსაზრებები, დედის დახმარებით, ფეისბუქ-გვერდზე Shuashsti/შუაშისტი გამოქვეყნდება. თუმცა აღნიშნავს იმასაც რომ „სამყაროს ხედავს ტელევიზორიდან და “უკან გადახვევის“ ფუნქციაც არ აქვს“, ამიტომ, შესაძლოა, რამე გამორჩეს.

აბაშიძე წერს, რომ მზად არის, უპასუხოს კითხვებს სხვადასხვა თემაზე, საკუთარი საქმის დეტალებზე კი მოგვიანებით ილაპარაკებს:

"ვერ და არ ვუპასუხებ, მხოლოდ, კითხვებს საქმის დეტალებზე. ნუ ტრეფიკინგი და შანტაჟი/მუქარა რო ტყუილებია, გესმით, იმედია. მაგას არც მედავებიან. როდესმე, აქედან რო გამოვალ - გიპასუხებთ რა შეკერეს და რა გამოაცხვეს. მარა მხოლომ მას მერე - რაც სამართლის - სამართლობა აღდგება, შერჩევითი აღარ იქნება, დამნაშავე პოლიციელს, ომონელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს - დავსჯით და აი მერე - მე ვალი მაქვს პასუხები გაგცეთ. მანამდე უნდა მენდოთ - რო ჩემი პირადი ცხოვრება, უდაოდ, მოუწესრიგებელი ქაოსია, და მაგ ქაოსში მე და მარიამს გვედავებიან რაღაც შტერულ გადაცდომას.

მანამდე - გიყურებთ, ტელევიზორით, დილიდან საღამომდე, განვიცდი, ვნერვიულობ და ის გრძნობა მაქ - შენი კლასი რო ექსპედიციიდან ფოტოებს პოსტავს, შენ კიდე ავად ხარ, არ გაგიშვეს და ლოგინიდან უყურებ".

ის საზოგადოებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს:

"ამ ეტაპზე ანდროს და სხვა ახლებს უფრო უჭირთ - პირველი 3 თვე ყველაზე მძიმეა აქ რა, მერე ეჩვევი და აღარც გახსოვს, როგორია “გარეთ“. მანამდე ძალიან გჭამს შიგნიდან ეს შებოჭილი “გდება“ და ვერაფრის კეთება. მითუმეტეს - როცა ვინც შენ დაგატყვევა, ნამდვილი მოძალადე კანონდამრღვევები თვითონ არიან, ოფიციალურად “ჰამასის ტყვედ“ გრძნობ თავს. მოკლედ, ამ ბიჭებს ახლა ძალიან სჭირდებათ თქვენი გამხნევება. ყველა თქვენი ყურადღება მათ ძალას მატებს - trust me.მოკლედ, თუ ეს პოსტი დაიდო, აწი ვარსებობ ანუ - შეგაწუხებთ ხოლმე"

უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. იმ პერიოდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართებოდა.

მას და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს, რომელთაც ასევე დაკავებულია, პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S